ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, 2004

 

სამუშაო გამოცდილება
  • თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახური. იურისტი, 2021 - 2021
  • პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი". პოლიტიკოსი, 2016 - დღემდე
  • Tbilisi Legal Consulting. იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი, 2014 - 2016
  • თავისუფალი უნივერსიტეტი. ასისტენტ-პროფესორი ადმინისტრაციულ სამართალში, 2013 - 2018
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. თბილისის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი, იურიდიული სამსახურის უფროსი, 2007 - 2012
  • ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. იურისტი, 2004 - 2005

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“, თავმჯდომარე 16.06.2021-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი 28.06.2021-დან
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 29.04.2021 – 23.06.2021
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 29.04.2021 – 21.-06.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 07.09.2021-დან

 

21.06.2022 - იაგო ხვიჩიამ ევროინტაგრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დაუსვა კონკრეტული კითხვები.

07.06.2022 - იაგო ხვიჩია უარყოფითად აფასებს იმას, რომ პოლიტიკური გამოსვლების დღის წესრიგში ლევან ბერძენიშვილის კრიტიკაა ნაცვლად რეალური პრობლემებისა. მოუწოდა ხალხს გააკეთონ სწორი პოლიტიკური არჩევანი.

24.05.2022 - იაგო ხვიჩიამ მიმართა ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში არსებობს ერთპიროვნული, არაევროპული მმართველობა და მიიჩნია, რომ პასუხისმგებლობის ოპოზიციისთვის გადაბარება უადგილოა

10.05.2022 - იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ პარლამენტმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ციხეს და იქ მყოფ პატიმრებს

29.03.2022 - იაგო ხვიჩიამ მიიჩნია, რომ კონკრეტული პარტიები არ არიან პრორუსები პარლამენტში, არამედ კონკრეტული საქმეებია პრორუსული. ამასთან, დეპუტატმა ჩამოთვალა კონკრეტული საქმეები, რომლებიც მიიჩნია პრორუსულად. ისურვა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა

15.03.2022 - იაგო ხვიჩიამ გააკრიტიკა ქართული ოცნების მმართველობის სტილი, რადგან მათ არ სურთ ლაპარაკი სხვა პოლიტიკურ ძალებთან და პრეზიდენტთან. მიაჩნია, რომ აუცილებელია პარტიებთან დიალოგი

01.03.2022 - იაგო ხვიჩიამ პოლიტიკურ გამოსვლაში დეპუტატებს დაუსვა შეკითხვა თუ რა შინაარსი გააჩნია უკრაინის მიერ ელჩის გაწვევას საქართველოდან

15.02.2022 - იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მოუწოდებს დეპუტატებს გამიჯნონ ისინი ერთმანეთისგან

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა ე.წ. კოვიდ პასპორტების გაუქმებაზე, რაც პოზიტურად შეაფასა. ამასთან, დასვა კითხვა გრძნობს თუ არა ხელისუფლება დამნაშავედ თავს იმ შეზღუდვებისთვის, რაც არსებობდა პანდემიის მართვისას

14.12.2021 - იაგო ხვიჩია უარყოფითად აფასებს მწვანე პასპორტებს და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების მზღუდავ კოვიდშეზღუდვებს

14.12.2021 - იაგო ხვიჩია უარყოფითად აფასებს მწვანე პასპორტებს და სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების მზღუდავ კოვიდშეზღუდვებს

30.11.2021 - იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ კანაფის მოხმარებისათვის ადამიანები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ, რადგან არსებობს ლეგალიზაციაზე სასამართლო გადაწყვეტილება. აკრიტიკებს ნარკოდანაშაულების სასჯელის ზრდას

იაგო ხვიჩიამ იმედი გამოთქვა შერიგების და ისურვა ნიკა მელიას გათავისუფლება

02.11.2021 - იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ აუცილებელია მმართველი პარტიის წევრებმა დანარჩენი დეპუტატები აღიქვან, როგორც თანასწორები და ასე განაგრძოს პარლამენტმა მუშაობა

16.11.2021 - დეპუტატი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს და შეაფასა ეს პროცესი მწვავედ

19.10.2021 - დეპუტატი გამოემხაურა პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას; ასევე, პარლამენტს მოუწოდა ეფექტიანი მუშაობისკენ.

05.10.2021 - იაგო ხვიჩიამ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოიყვანა

07.09.2021 - დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია „ქართული ოცნების“ ხედვა სხვადასხვა მიმართულებებით. ამასთან, მიუთითა, რომ მმართველ ძალას არ აქვს წარმოდგენა როგორ უნდა ააშენოს ქვეყანა

22.06.2021 - იაგო ხვიჩიამ ისაუბრა მარიხუანას ლეგალიზაციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე

08.06.2021 - იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა მიიღოს იმგვარი ამნისტია, რომელიც შეეხება ყველა თავისუფლება აღკვეთილ პირს გარკვეულ ფარგლებში

13.05.2021 - იაგო ხვიჩია

25.05.2021 - იაგო ხვიჩია

29.05.2021 - იაგო ხვიჩია უარყოფითად აფასებს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც იზრდება ადმინისტრაციული დაკავების ვადები 48 საათამდე.

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს   2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშულებზე ამნისტიას.

„ამნისტიის შესახებ“ 24.05.2021. N07-3/59/10.

__________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის კანდიდატებით, რა რაოდენობასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 10.02.2022. N07-3/169/10.

__________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული წევრებისთვის საარჩევნო მოხელის სერტიფიცირების ვალდებულების გაუქმებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 03.01.2022. N07-3/164/10.

_________________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ცესკოს და უსკოს წევრებს ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება. ასევე, იმ პირებს ვისაც წარსულში ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება აღუდგეთ ან გაუგრძელდეთ ეს უფლება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ.

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 09.03.2022. N07-3/176/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან ეროვნულ ბანკზე განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციების გაზრდას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 21.12.2021. 07-3/147/10.

_________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელიც არაკონსტიტუციური მტკიცებულების სტანდარტით არის გასამართლებული, მიეცეთ შესაძლებლობა მათი საქმის გადასინჯვისა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.12.2021. 07-3/132/10.

________________________________________

დეპუტატი არის კანონპოექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცეთ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.12.2021. 07-3/131/10.

________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სასჯელის გაუქმებას მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებისთვის.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 05.11.2021. N07-3/117/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატი დაინტერესდა 2018 წლიდან დღემდე აღძრული და შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი საქმეების შესახებ ინფორმაციით. აგრეთვე, მცენარე კანაფთან დაკავშირებით დანაშაულებზე ცალკე მოითხოვა აღნიშნული სტატისტიკა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია მოქალაქე ინეზა შონიას, რომელსაც აქვს დევნილის სტატუსი, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა შს სამინისტროს მიაწოდოს 2018 წლის 2 მაისს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილისთვის გადაღებული ფოტოები.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოთხოვნის სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სოფელ რუხის საჯარო სკოლაში ბავშვების რაოდენობით. აგრეთვე, რამდენი არის აქედან გალის მუნიციპალიტეტში დაბადებული.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოს საზღვარზე კანაფის თესლის შემოტანის რეგულაციებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა კანაფის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის გამო გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა კორონავირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში შემოღებული განსაკუთრებული პირობების დროს მსჯავრდებულთა უფლებებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოს საზღვარზე კანაფის ზეთის ან სხვა პროდუქტის შემოტანის რეგულირების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯები გადადგა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მიმართა ვაკე-საბურთალოს I განყოფილებას და მოსთხოვა კონკრეტული მოქალაქის ჩხრეკის დროს ჩამორთმეული კანაფის თესლების დაბრუნების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარზე გაგზავნილი პასუხების წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მოპოვების არეალისა და შესაბამისი ლიცენზიების შესახებ ინფორმაციით. აგრეთვე, მანგანუმის მოპოვებით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის წესი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს პრეპარატი ნალოქსინის რეცეპტის გარეშე გაცემის საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირების შედეგად გარდაცვლილ პირთა რაოდენობითა და შესაბამისი ნარკოტიკის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ნარკოტიკული დანაშაულთა საფუძვლით გასამართლებულ პირთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ადამიანია ბრალდებული მცენარე კანაფთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ინფორმაციით, თუ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში მცენარე კანაფთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე მიეცა პასუხისგებაში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. აგრეთვე, მოსთხოვა პროკურატურას ბრალდების არსის მისთვის გაცნობა და საქმის მასალების ა

ფაილის ნახვა

დეპუტატი ითხოვს ინფორმაციას თუ რამდენი ადამიანია ბრალდებული მცენარე კანაფთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე. ადრესატი: გენერალური პროკურატურა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2000 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდში მომხდარი ავტოავარიების რაოდენობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაციით. ადრესატი: შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა იუსტიციის სამინისტროს წარმოადგინოს დღეს არსებულ მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. მათ შორის, რამდენი იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში და რა მუხლის საფუძველზე არიან მსჯავრდებულნი.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა აკრძალულია თუ არა რელიგიური ორგანიზაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე კანაფის თესლების სუვენირად შემოტანა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 1995-2021 წლებში ამნისტიით და შეწყალებით გათავისუფლების გარდა, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა (ან შეუმსუბუქდა სასჯელი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, მათ შორის ავადმყოფობის და ხანდაზმულობის გამო ადრესატი: იუსტიციის სამ

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა, რამდენი ნარკომომხმარებელი არის აღრიცხული, აგრეთვე, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკული, ინტრავენული ნარკოტიკული და არაინტრავენული ნივთიერების ზედოზირების შედეგად საქართველოში. ადრესატი: ჯანდაცვის სამინისტრო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტების შედეგად, რამდენი მსჯავრდებული გათავისუფლდა სასჯელისგან და რამდენს შეუმსუბუქდა სასჯელი სხვადასხვა ფორმით 1995-2021 წლებში. ადრესატი: იუსტიციის სამინისტრო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა, რამდენი მსჯავრდებული გარდაიცვალა 2010-2020 წლებში პენიტენციალურ სისტემაში. ადრესატი: იუსტიციის სამინისტრო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა, რამდენი ბრალდებულია დღეს საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მითითებით. ადრესატი: პროკურატურა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2020-2021 წლებში რამდენი პირი და რა რაოდენობით დაჯარიმდა ან დაეკისრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულთა გამო.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა გარკვეული ტიპის დანაშაულებში მსჯავრდებულებიდან, რომლებიც განთავისუფლდნენ ამნისტიით, რამდენმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული 2013-2021 წლებში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2015 წლიდან დღემდე რამდენი საარბიტრაჟო შუამდგომლობა განიხილა სასამართლომ ცნობა-აღსრულების მოთხოვნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა საარბიტრაჟო შუამდგომლობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკური ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი პატიმარი გვყავს ქვეყანაში, რომელთა ოჯახის წევრები, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი პირია მსჯავრდებული ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების საფუძველზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული დანაშაულის საფუძველზე რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება და დაკავებულთაგან, რამდენი იხდის სასჯელს და რამდენი გათავისუფლდა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი პირია მსჯავრდებული ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების საფუძველზე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული დანაშაულის საფუძველზე რამდენი საქმე იყო განხილული 2019 წლიდან დღემდე და რა შედეგით დასრულდა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ მსჯავრდებულთა რაოდენობით, რომლებსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა 20212 წლის 2 ოქტომბრამდე მიესაჯა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ პატიმართა შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ამნისტიის შედეგად საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლებულ მსჯავრდებულთაგან რამდენმა ჩაიდინა განმეორებით დანაშაული 2013-2021 წლებში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ადამიანია დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვისთვის 2019 წლიდან დღემდე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენ პატიმარს აქვს პირობითი მსჯავრი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვისა და ნარკოტიკული დანაშაულისთვის. აგრეთვე, რამდენია მსჯავრდებული ნარკოტიკის გასაღებისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა იმ ამნისტირებულ მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელთაც განმეორებით ჩაიდინეს ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაული.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა იმ მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელთაც სასჯელს იხდიან ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენი ადამიანია დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვისთვის 2019 წლიდან დღემდე.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილული საარბიტრაჟო შუამდგომლობების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენი საქმე იყო განხილული 2020 წლის 25 დეკემბრიდან დღემდე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებასთან დაკავშირებით და აქედან რამდენ საქმეში იყო წარმოდგენილი პოლიციის მიერ ვიდეომასალა მტკიცებ

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

იაგო ხვიჩია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

გირჩი

ამჟამინდელი პარტია

გირჩი

დაბადების თარიღი

1982-05-19

დეპუტატი
პარტიის ლოგო