ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, გამოყენებითი მათემატიკა, 2005


სამუშაო გამოცდილება

  • გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მრჩეველი, 2014 – 2014
  • კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, 2012 – 2013
  • კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, 2008 – 2012
  • გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი, 2006 – 2008
  • გლდანი-ნაძალადევის გამგეობის მოსაკრებლების სამსახურის უფროსი, 2004 – 2006
  • შპსლუქსისმენეჯერი, 2002 - 2004

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქციაერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიციაძალა ერთობაშია“, თავმჯდომარის მოადგილე 31.05.2021-დან
  • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარის მოადგილე 13.06.2022-დან
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი 21.06.2021-დან

 

დელეგაციები/საბჭოები

22.06.2022 - გიორგი ბოტკოველი უარყოფითად აფასებს სამშენებლო კოდექსში ცვლილებების ცალკეულ საკითხებს, რომლითაც ბათუმის მერს ენიჭება მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდის უფლება.

21.06.2022 - გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა 20 ივნისის აქციის მნიშვნელობაზე და გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.

24.05.2022 - გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა სასამართლო ხელისუფლებაზე და მიიჩნია ის პოლიტიზირებულად. გამოეხმაურა ნიკა გვარამიას პატიმრობას, რაც უსამართლობად მიიჩნია. გარდა ამისა, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობაზე

10.05.2022 - გიორგი ბოტკოველმა გააკრიტიკა ქართული ოცნება

14.04.2022 - გიორგი ბოტკოველს მიაჩნია, რომ მცირე მიწიანი ფერმერების დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს

15.03.2022 - გიორგი ბოტკოველმა გააკრიტიკა უმრავლესობა და ენმ-ის საგარეჯოს ოფისში შეჭრის ფაქტი. მიაჩნია, რომ ალტ-ინფო უმრავლესობის ხელშეწყობით მოქმედებს

01.03.2022 - გიორგი ბოტკოველმა გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ და ისურვა ერთიანი პოზიციის ქონა ამ მიმართულებით

15.02.2022 - გიორგი ბოტკოველმა გააკრიტიკა დავით მათიკაშვილი. უარყოფითად შეაფასა ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ისაუბრა სოციალურ სიდუხჭირეზე და თვითმმართველობების სისუსტეზე

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ვეტერანის სტატუსი მიენიჭოთ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს.

„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 02.05.2022. N07-3/204/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 10 000 ლარი მიეცეთ იმ სამხედროების ან სამოქალაქო პირების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან თავდაცვისას ბრძოლებში გარდაიცვალნენ. აგრეთვე, ამ ოჯახებს დაენიშნოთ სოციალური დახმარება. 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 27.04.2022. N07-3/202/10.

 

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყევტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10. 

__________________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატმა მოსთხოვა ანგარიში სოფლის მეურნეობის მინისტრს თუ რას საქმიანობს რეგიონებში სიმინდის ნათესების მატლისგან გადარჩენის მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა მუნიციპალიტეტებს წარმოადგინონ საშტატო ნუსხა და შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

გიორგი ბოტკოველი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამჟამინდელი პარტია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დაბადების თარიღი

1979-06-02

დეპუტატი
პარტიის ლოგო