განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ვეტერანის სტატუსი მიენიჭოთ უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს.
„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 02.05.2022. N07-3/204/10.
_______________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 10 000 ლარი მიეცეთ იმ სამხედროების ან სამოქალაქო პირების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან თავდაცვისას ბრძოლებში გარდაიცვალნენ. აგრეთვე, ამ ოჯახებს დაენიშნოთ სოციალური დახმარება.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 27.04.2022. N07-3/202/10.
______________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, ვინც მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის მიმართ აგრესიაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლის წესში ცვლილებებსა და სანქციების გამკაცრებას ამ მიმართულებით.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 20.04.2022. N07-3/198/10.
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.
___________________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1329/22/10.
___________________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1326/22/10.
___________________________
დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
X მოწვევა
პარტიული სიით
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
1986-10-04