ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლური ენები და ლიტერატურა (არაბული ენა და ლიტერატურა), 1981

 

სამუშაო გამოცდილება

  • შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. 1989 - დღემდე
  • „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, 1984 - 1989
  • „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციის ლიტერატურული მუშაკი, 1981 - 1987

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, წევრი 31.05.2021-დან
  • კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 13.07.2021-დან
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი 21.06.2021-დან
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 21.06.2021 – 13.07.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

 

21.06.2022 - როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა საქართველოს ისტორიულ წარსულზე, რაც შეადარა მიმდინარე მოვლენებს. საფრთხედ მიიჩნია ხელისუფლების პოზიციები ევროინტეგრაციის მიმართულებით.

07.06.2022 - როსტომ ჩხეიძემ გააკრიტიკა უმრავლესობა.

24.05.2022 - როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა ხელისუფლების ქმედებებზე და შეაფასა ისინი მიუღებლად. მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის ოპონენტები მტრებად არიან აღქმული

10.05.2022 - როსტომ ჩხეიძე უარყოფითად აფასებს გელათის ტაძარსა და სნოს ციხეში არსებულ მდგომარეობას

26.04.2022 - როსტომ ჩხეიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტს და პოლიტიკური ხელისუფლების ქმედებებს პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ

12.04.2022 - როსტომ ჩხეიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს უნდა აღინიშნებოდეს

29.03.2022 - როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ და პარალელები გაავლო ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებთან“.

01.03.2022 - როსტომ ჩხეიძემ ისაუბრა უკრაინის ომზე და „ქართული ოცნების“ პოზიციები მიიჩნია გაურკვევლად. დეპუტატმა ისაუბრა ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთიანობის აუცილებლობაზე კონკრეტულ საკითხებში

15.02.2022 - როსტომ ჩხეიძემ გააკრიტიკა კულტურის მინისტრი. მიაჩნია, რომ მინისტრმა ჩაშალა კონკურსი „ლიტერა“

22.06.2021 - როსტომ ჩხეიძემ მიიჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს გადაწეროს ისტორია 2019 წლის 20 ივნისს თბილისში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მინიმალური სასკოლო ასაკის შემცირებას. 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/188/10.

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული. 

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

დეპუტატმა მოსთხოვა ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს წარმოადგინონ ინფორმაცია თუ რატომ არ არის ამოქმედებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2018 წელს შექმნილი თაფლის გადამამუშავებელი საწარმო.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

როსტომ ჩხეიძე

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამჟამინდელი პარტია

სახელმწიფო ხალხისთვის

დაბადების თარიღი

1959-04-01

დეპუტატი
პარტიის ლოგო