განათლება
სამუშაო გამოცდილება
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები |
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ბლანკეტურად იმ ქონების დაყადაღება, რომელის მიმართაც არის დანაშაული ჩადენილი ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებულია.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 14.09.2022. N07-3/237/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 31.08.2022. N07-3/234/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს გამკაცრდეს ზომები სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონო დასაკუთრებაზე.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 18.05.2022. N07-3/211/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი მომსახურების სფეროები და ასევე მომსახურების ტარიფები. ცვლილებებით ზოგიერთი ტარიფი უქმდება, ხოლო ზოგიერთი ძვირდება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 04.05.2022. N07-3/206/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ საკრებულოს წევრობის შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობისთვის აღარ იყოს საჭირო საკრებულოს მხრიდან მისი უფლებამოსილების ცნობა. ამისთვის საჭირო იქნება მხოლოდ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 11 დღის გასვლა. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ წევრის უფლებამოსილება, რომელიც საბოლოო ოქმით უკვე გამარჯვებულად არის ცნობილი, ავტომატურად იქნება აღიარებული.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/207/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.
X მოწვევა
პარტიული სიით
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
1984-04-19