ბიოგრაფია

განათლება

  • ოქსფორდის უნივერსიტეტი, 2021
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, 1998

 

სამუშაო გამოცდილება

  • სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. დირექტორი, 2019 - 2020
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, 2017 - 2019
  • საქართველოს საელჩო ვაშინგტონი, აშშ. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2013 - 2017
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. კვლევის და განვითარების კოორდინატორი, პროექტის დირექტორი, 2010 - 2013
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო ურთიერთომების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, 2010 - 2013
  • ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის ინსტიტუტი. მოწვეული თანამშრომელი, 2010 - 2010
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანას კოლეჯი. დეკანის თანაშემწე, 2010 - 2010
  • ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტი. მოწვეული თანამშრომელი, 2008 - 2008
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო დეპარტამენტი. კვლევითი ასისტენტი, 2007 - 2009
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2006 - 2006
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები. კათედრის ასისტენტ-ფროფესორი, 2005 - 2007
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი, 2004 - 2007
  • საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი, 2003 - 2004
  • ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ჟურნალისტი და საინფორმაციო პროგრამების წამყვანი, 2002 - 2003
  • გაზეთი „24 საათის“ ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი, 2002 - 2002
  • სამოქალაქო განათლების პროექტის საქართველოს განყოფილების მკვლევარი, 2001 - 2003
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი, 2001 - 2007
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის ასისტენტი, 2000 - 2001
  • მონტერეის (აშშ) საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი, 1997 - 1998
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, 1997 - 1999
  • საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დილის პროგრამა „ალიონის“ საერთაშორისო მიმომხილველი, 1997 - 1999

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 02.07.2021-დან
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 17.12.2020-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 24.05.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.01.2021-დან
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი 05.01.2021-დან
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

 

 

15.03.2022 - გიორგი ხელაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიცია. მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისთვის

30.11.2021 - გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ამოცანაა ქვეყნის ინტერესების დაცვა. მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების საგარეო პოლიტიკური ავტორიტეტი ფაქტობრივად აღარ არსებობს

02.11.2021 - გიორგი ხელაშვილი დადებითად აფასებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. მოუწოდებს მედიას და არასამთავრობო სექტორს იყვნენ ობიექტურები

07.09.2021 - დეპუტატი გამოეხმაურა საერთაშორისო ვითარებას, ისაუბრა კავკასიაში რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე, ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე და მათ კავშირზე

22.06.2021 - გიორგი ხელაშვილმა ისაუბრა რეგიონულ პოლიტიკასა და კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე

08.06.2021 - გიორგი ხელაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიცია. მოუწოდა მათ მოაწერონ ხელი 19 აპრილის შეთანხმებაზე. აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია

გიორგი ხელაშვილი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  31.08.2022. N07-3/234/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს გადაუვადდეთ პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაცია 2 წლით. ეს საჭიროა იმდენად, რამდენადაც თამბაქოს ნაწარმის რომელიც საქართველოს ბაზრისთვის არის განკუთვნილი ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან. იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტის საჭიროა ვალდებულებების გადავადება.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 08.06.2022. N07-3/219/10.

______________________________________

დეპუტატი არის რეზოლუციის თანაინიციატორი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს, უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის განვითარების ფონზე.

„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 26.01.2022. N07-3/161/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

______________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ N07-3/181/10. 22.03.2022.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადები გაიზარდოს. მათ შორის მოსმენების, თვალთვალის და ა.შ. ამასთან, შესაძლოა ამ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა. გარკვეულ დანაშაულებზე ეს შეიძლება იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც გადაწყვეტს მოსამართლე. ზოგიერთ დანაშაულზე ფარული მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა იმ პირისთვის, ვის მიმართაც ეს მოქმედებები ტარდებოდა, საჭიროებისამებრ 12 თვის ვადით, მრავალჯერ, შეიძლება გაიზარდოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/195/10.

______________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს  2024 წელს  ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე“ 29.06.2021, N07-3/92/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 5 წლიანი პერიოდულობით დამკვიდრდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება. 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2021, N07-3/73/10.

______________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

_____________________________________

დეპუტატი არის რეზულუციის თანაინიციატორი, რომლითაც  ითხოვს განისაზღვროს ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტები, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პრიორიტეტთა  შორისაა: დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-სთან თანამშრომლობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია 16.12.2021. N07-3/1/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

__________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

__________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________

გიორგი ხელაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

__________________

გიორგი ხელაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

____________________

გიორგი ხელაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

___________________

გიორგი ხელაშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურის სამსახურში მიღების და დათხოვნის პროცედურის შესახებ ინფორმაციით. ადრესატი: თავდაცვის მინისტრი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში არსებული პროგრამების, მათი მოკლე აღწერილობის და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციით. ადრესატი: შსს მინისტრი

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა 2019-2020 წლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარი უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევების და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა იმ კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციით, რომლის საფუძველზეც ხორციელდება თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების საჭიროებების განსაზღვრა

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

გიორგი ხელაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1975-04-29

დეპუტატი
პარტიის ლოგო