ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, 2005
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, 2003

 

სამუშაო გამოცდილება

  • ვაგონმშენებელი კომპანია. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი, 2012 - 2016
  • სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2008 - 2016
  • შპს ვაგონმშენებელი კომპანია. ფინანსური კონსულტანტი, 2008 - 2012
  • სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნა. ხელფასის გან-ის უფროსი, 2007 - 2008
  • სს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნა. მთავარი ბუღალტერიის გან-ის ბუღალტერი, 2004 - 2007

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 20.12.2019 - 11.12.2020
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", მდივანი 18.11.2016 - 20.12.2019 
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 23.12.2020-დან
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარე 28.11.2019 - 11.12.2020
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი 26.11.2019 - 28.11.2019
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 24.09.2018 - 26.11.2019
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 12.07.2017 - 24.09.2018
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 11.12.2020
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 12.07.2017


დელეგაციები/საბჭოები

  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე 04.03.2021-დან
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 09.06.2021-დან
  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 27.01.2021 - 04.03.2021
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო, ხაზინადართა საბჭოს წევრი 15.12.2020.-დან
  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 28.01.2020 - 11.12.2020
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი 18.06.2019 - 11.12.2020
  • საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი 06.01.2017 - 18.06.2019
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 17.01.2020 - 11.12.2020
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.12.2019 - 17.01.2020
  • დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 01.10.2019 - 11.12.2020
  • საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 - 11.12.2020
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 - 02.04.2019

 

07.06.2022 - ნინო წილოსანი უარყოფითად აფასებს ოპოზიციის მიერ უმრავლესობასთან ბრძოლას. მნიშვნელოვნად მიაჩნია ქალების პოლიტიკაში ჩართულობა. დადებითად აფასებს ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას.

26.04.2022 - ნინო წილოსანმა ისაუბრა აგრარულ საკითხებში მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ინიციატივებზე, რომლებიც შეაფასა დადებითად

01.03.2022 - ნინო წილოსანმა ისაუბრა ქართველების გამორჩეულ ადგილზე მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში

15.02.2022 - ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალების გაძლიერებაში. თვლის, რომ ქართული ოცნება ზრდის პოლიტიკურ კულტურას

ნინო წილოსანი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ნინო წილოსანი - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ნინო წილოსანი - მინისტრის საათი

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობა მიიჩნია მავნებელ პოლიტიკურ ძალად, გარდა ამისა, ისაუბრა აგრარულ სექტორიში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე

ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ მიწის რესურსის განკერძოებით ახალ ენერგიას შეიძენს სექტორი. აღნიშნა, რომ გამოწვევაა კარგად მომზადებული ადამიანური რესურსი

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  31.08.2022. N07-3/234/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცეთ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 08.06.2022. N07-3/218/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 ლარიდან 11 ლარამდე. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს. მოსაკრებლის გაზრდა მოხდება რამდენიმე ნაწილად.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", 08.06.2022. N7-3/220/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, მიეცეთ შესაძლებლობა „საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა.

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი, 08.06.2022. N07-3/218/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფოს აღარ ჰქონდესმონოპოლია სელექციონისტისთვის საავტორო უფლების მინიჭებაზე და აღმოიფხვრას სელექციონერის მიერ გამოყვანილი მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულე.

„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" 25.05.2022. N07-3/212/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.

___________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა სქესისა და გენდერის ნიშნით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და რეალური თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

„საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის" დამტკიცების შესახებ" N07-3/181/10. 22.03.2022.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გაეწიოთ უფასო იურიდიული დახმარება. კონკრეტულად მათ, რომლებიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. ასევე მათ, რომლებიც ექცევიან კონკრეტულ კრიტერიუმებში.

„იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი, 13.04.2022. N7-3/192/10.

___________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მსხვერპლის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებებსა და ინტიმური პარტნიორის ცნების შემოღებას.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 23.02.2022. N07-3/172/10.

___________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 13.09.2021, N07-3/107/10

___________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

_________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონით (11/12/2019. №5498-Iს) დადგენილი ვალდებულებების შესრულებისთვის, სასოფლოსამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებს განესაზღვროთ ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2022 წლის 1 იანვრისა.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 01.12.2021. N07-3/128/10.

________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების დავალდებულების წესის გადავადებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 24.11.2021. N07-3/124/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ელექტროტრანსპორტის დატენვის სფეროში მოღვაწე საწარმოებისათვის საქმიანობის ხელშეწყობასა და საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 25.05.2021. N07-3/63/10.

_______________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე" 24.03.2021. N07-3/42/10.

____________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე.

„აღსრულების კოდექსი," საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10

___________________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს რეგისტრირებულ კოოპერატივებს, ადრე მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან საკუთარი წესდებებისა და პაის ოდენობის შესაბამისობაში მოსაყვანად, 2021 წლის 1 იანვრამდე მიცემული ვადა გაუხანგრძლივდეთ 2022 წლის 1 იანვრამდე.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე," 30.12.2020. N07-3/12/10

_____________________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას გავლენა არ ჰქონდეს „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 27.01.2021. N07-3/16/10

__________________________________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე განვითარებული გაუდაბნოების პროცესის პრევენციის მიზნით, პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი ბაზის შექმნას. კანონპროექტით განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 07.04.2021,N07-3/43/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

___________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

___________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

___________________________

ნინო წილოსანმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

___________________________

ნინო წილოსანმა  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

___________________________

ნინო წილოსანმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

___________________________

ნინო წილოსანმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოსთხოვა შს მინისტრს წარმოადგინოს 2017 წლიდან დღემდე სამართალდარღვევების რაოდენობის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის წესის დარღვევას და ავტომობილის მიერ ჰაერის დაბინძურებას.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მიმართა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს და მოსთხოვა წარმოადგინოს ინფორმაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წყლით მომარაგებისა და მისი ხარისხის შესახებ.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადადგეს ადრესატმა უწყებებმა თემატური მოკვლევის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ“ - შედეგად მიღებული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ნაბიჯები გადადგეს ადრესატმა უწყებებმა თემატური მოკვლევის - „მწვანე ბიუჯეტის“ - შედეგად მიღებული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენ პირს აქვს მოპოვებული „სასამართლო მედიცინის“ სერტიფიკატი.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრის წარმოადგინოს კოვიდ-19-ის დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასის დადგენის მეთოდოლოგიით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რამდენი საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე და რამდენი მათგანი შეირჩა.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა ინტერნეტიზაციის დროში გაწერილი გეგმისა და მისი შესრულების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რა ღონისძიებები განახორციელეს პარლამენტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, თემაზე - „პროფესიული განათლება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, სახელმწიფო უწყებებმა

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სსიპ „ლევან სამხარაულის - სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ სექსუალური ძალადობის შემთხვევებში საექსპერტო გამოკვლევის ჩატარების დროს უზრუნველყოფილია თუ არა იმავე სქესის წარმომადგენელი ექსპერტის ჩართულობა და ამ საკითხთან დაკავშირებით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა რა ნაბიჯები გადაიდგა თემატური მოკვლევა „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“, რეკომენდაციების შესრულების მიზნით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის სტატისტიკით 2017-2022 წლებში.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ რა ზომები მიიღო მიტარბში საბაგიროს მოულოდნელი გათიშვის შემდგომ მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციისთვის.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოსთხოვა ფინანასთა მინისტრს წარმოადგინოს ინფორმაცია თუ როგორ ნაწილდება დამატებითი ღირებულების გადასახადიდან აკრეფილი გადასახადი მუნიციპალიტეტებზე.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

ნინო წილოსანი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1982-02-19

დეპუტატი
პარტიის ლოგო