განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 31.08.2022. N07-3/234/10.
___________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ კომპანიებს გადაუვადდეთ პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაცია 2 წლით. ეს საჭიროა იმდენად, რამდენადაც თამბაქოს ნაწარმის რომელიც საქართველოს ბაზრისთვის არის განკუთვნილი ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან. იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტის საჭიროა ვალდებულებების გადავადება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 08.06.2022. N07-3/219/10.
___________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადები გაიზარდოს. მათ შორის მოსმენების, თვალთვალის და ა.შ. ამასთან, შესაძლოა ამ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა. გარკვეულ დანაშაულებზე ეს შეიძლება იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც გადაწყვეტს მოსამართლე. ზოგიერთ დანაშაულზე ფარული მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა იმ პირისთვის, ვის მიმართაც ეს მოქმედებები ტარდებოდა, საჭიროებისამებრ 12 თვის ვადით, მრავალჯერ, შეიძლება გაიზარდოს.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/195/10.
___________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესში ცვლილებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდას.
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ 01.11.2021. N07-3/116/10.
___________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.
___________________________________________________
დეპუტატი არის რეზულუციის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტები, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პრიორიტეტთა შორისაა: დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-სთან თანამშრომლობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია 16.12.2021. N07-3/1/10
______________________________________________
დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ცალკეული დარღვევების საპასუხოდ დააინიცირა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. კანონპროექტი ინიცირებულია, როგორც საარჩევნო დარღვევების გამო საერთო ოპოზიციური ბოიკოტიდან პარტია „მოქალაქეების“ გასვლისა და პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.03.2021. N07-3/39/10.
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.
____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.
____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1329/22/10.
____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1326/22/10.
____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.
____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
____________________
ირაკლი ჩიქოვანმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.
____________________
ირაკლი ჩიქოვანმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.
____________________
ირაკლი ჩიქოვანმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.
_______________________
ირაკლი ჩიქოვანმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.
X მოწვევა
მაჟორიტარული წესით
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
1980-08-28