ბიოგრაფია

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორია, 1987

 

სამუშაო გამოცდილება
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, 2018 - 2020
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, 2013 - 2018
  • საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, 2012 - 2013
  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, 2010 - 2015
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ლექტორი, 2009 - 2010
  • საქართველოს სახალხო დამცველი, 2004 - 2009
  • რადიო „თავისუფლება“. კორესპონდენტი, 1996 - 2004
  • გაზეთი „კავკასიონი“. ჟურნალისტი, რედაქტორი, 1995 - 2000
  • სოხუმის კომენდანტურის რადისტი, გამნაღმელი, 1993 - 1993
  • თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი, 1991 - 1995
  • თბილისის ივერიის ხატის სახ. ეკლესიის მედავითნე, 1991 - 1995
  • დმანისის რ-ნის ს. ბოსლების საშუალო სკოლა. დირექტორი, 1989 - 1991
  • დმანისის სიონის ეკლესიის მედავითნე, 1989 - 1991
  • საქართველოს საპატრირქო, დავით გარეჯის მონასტრის იპოდიაკონი, 1988 - 1989
  • თბილისის სახელმწიფო მუზეუმი. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1987 - 1988
  • ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრი. ლაბორანტი, 1981 - 1982

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020 - 18.07.2022
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 21.10.2012 - 07.11.2012
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 05.09.2022 - 26.09.2022
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 09.09.2022-დან
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020 - 05.09.2022


დელეგაციები/საბჭოები

  • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

 

22.06.2022 - სოზარ სუბარმა გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა და მათი მმართველობის დროს არსებული მდგომარეობა. დადებითად აფასებს ქართული ოცნების მიერ გატარებულ პოლიტიკას.

21.06.2022 - სოზარ სუბარმა ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერზე და მიმართა ოპოზიციას, რომ მათ მხარი არ დაუჭერიათ კონსტიტუციური ცვლილებებისთვის, რითაც კონსტიტუციაში გაჩნდა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩანაწერი.

24.05.2022 - სოზარ სუბარმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოს პოზიციებზე ამ საკითხზე. ამ პროცესში მიზანშეწონილად მიიჩნია სიფრთხილე. გარდა ამისა, გამოეხმაურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და აღნიშნა, რომ ამ სტატუსს არ ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა

10.05.2022 - სოზარ სუბარმა უარყოფითად შეაფასა ციხეებში არსებული მდგომარეობა 2012 წლამდე. არ ეთანხმება სპეკულაციებს და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას

26.04.2022 - სოზარ სუბარმა ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მისი წევრების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეაფასა მიუღებლად და ანტისახელმწიფოებრივად

12.04.2022 - სოზარ სუბარმა გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი. მოუწოდა ოპოზიციას, იფიქრონ მოსახლეობაზე

29.03.2022 - სოზარ სუბარმა ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მიიჩნია, რომ ამ პარტიის მიზანია უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოს ფრონტზე გადმოტანა

15.03.2022 - სოზარ სუბარმა გააკრიტიკა ოპოზიცია. მისთვის გაუგებარი და მიუღებელია პრეზიდენტის მოწოდება ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელ ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ. მიაჩნია, რომ პრეზიდენტი აიგნორებს კონსტიტუციას

01.03.2022 - სოზარ სუბარმა სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ. დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პოზიციები ომში ჩათრევის მცდელობად შეაფასა

14.12.2021 - სოზარ სუბარი უარყოფითად აფასებს პატია „საქართველოსთვის“ ინიციატივებს საკრებულოებში კენჭისყრის ღიად ჩატარების თაობაზე და დაფინანსების წესის ცვლილებებზე

15.02.2022 - სოზარ სუბარმა გააკრიტიკა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები

01.02.2022 - დეპუტატმა ისაუბრა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობაზე. მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თანაგუნდელებს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციას უწყობენ ხელს

16.11.2021 - სოზარ სუბარი დადებითად აფასებს მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას. ბიუჯეტების ჩაგდება იქნებოდა დამაზიანებელი რეგიონების განვითარებისათვის

02.11.2021 - სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სიღარიბის დაძლევა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირში ინტეგრაცია და რეგიონების სტაბილური განვითარება მთავარი ამოცანაა

05.10.2021 - სოზარ სუბარმა დადებითად შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გააკრიტიკა ოპოზიცია და დადებითად შეაფასა პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული მდგომარეობა.

წყლით მომარაგების საჭიროება მოსახელობისთვის პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პრობლემის გადაჭრისთვის ვადების დაკონკრეტება სთხოვა

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს გამკაცრდეს ზომები სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების უკანონო დასაკუთრებაზე.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 18.05.2022. N07-3/211/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობისთვის დადგენილი კონკრეტული ეტაპების გაუვლელების მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" 28.04.2021. N07-3/47/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოს თავმჯდომარისთვის კომისიის წევრობის ვალდებულების გაუქმებას, გარდა ამისა, საკრებულოში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებების შემოღებას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე" 08.12.2021. N07-/3/135/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს თბილისის მერიას მიეცეს შესაძლებლობა კონკრეტულ შემთხვევებში დეველოპერებს გაუნაწილვადოს თანხების გადახდის ვალდებულება.

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 23.03.2022. N07-3/183/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს გაეწიოთ უფასო იურიდიული დახმარება. კონკრეტულად მათ, რომლებიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ. ასევე მათ, რომლებიც ექცევიან კონკრეტულ კრიტერიუმებში.

„იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი, 13.04.2022. N7-3/192/10.

__________________________________

დეპუტატი არის იმ დადგენილების პროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდებოდეს დაწესებულების ხარჯით. ასევე, ბრალდებულს და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლოს მათ ცხელ ხაზზე დაკავშირება.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 16.06.2021. N07-3/79/10.

__________________________________

დეპუტატი არის დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.

,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ" რეზოლუციის პროექტი 01.03.2022. N07-3/173/10.

__________________________________

დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 13.09.2021, N07-3/107/10

__________________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 07.12.2021. 07-3/133/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მუნიციპალიტეტებისთვის გადავადდეს ადრეული/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა. კანონპროექტის მიღების შედეგად დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, 2030 წლის 1 იანვრამდე, დადგინდება გარდამავალი პერიოდი. დაწესებულებათა ავტორიზაციას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი 17.11.2021. N07-3/123/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესში ცვლილებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდას.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე" 01.11.2021. N07-3/116/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური გვარის მინიჭების უზრუნველსაყოფად, შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მათ დაკარგეს ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე.

„ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ" 02.11.2021. N07-3/114/10.

__________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა" და „მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე" 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" N07-2/125/10. 23.02.2022.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" 08.12.2021. 07-3/140/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1329/22/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

07.02.2022. N2-1326/22/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 22.12.2021. 07-3/150/10.

_____________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_____________________________

სოზარ სუბარმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_____________________________

სოზარ სუბარმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

____________________________

სოზარ სუბარმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

______________________________

სოზარ სუბარმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი" 24.03.2021, N07-3/41/10.

 

დეპუტატი დაინტერესდა საქართველოს ზოგიერთ მხარეში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემით, აგრეთვე, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

გაწეული დახანარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2022

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის IV კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის III კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

სოზარ სუბარი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

დამოუკიდებელი დეპუტატები

დაბადების თარიღი

1964-11-04

დეპუტატი
პარტიის ლოგო