განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
|
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებასთან ერთად ცილისწამების კანონმდებლობაში ახალი მექანიზმის შემოტანას. კანონმდებლობის მიღების საფუძვლად ევროდირექტივების შესრულება სახელდება.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.09.2022. N07-3/236/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 31.08.2022. N07-3/234/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა მიეცეთ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 08.06.2022. N07-3/218/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს. მოსაკრებლის გაზრდა მოხდება რამდენიმე ნაწილად.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, 08.06.2022. N7-3/220/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობები ნავსადგურის შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით.
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 30.03.2022. N07-3/185/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2022 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული სექტორის ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები და სხვა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N7-3/193/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც რადიომაუწყებლებს ერთჯერადად მისცემს შესაძლებლობას გაუგრძელდეთ ლიცენზიის მოქმედების ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 16.06.2021. N07-3/82/10.
______________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და რეკლამირების შეზღუდვას.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.
_______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების დავალდებულების წესის გადავადებას.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 24.11.2021. N07-3/124/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს კანონით გათვალისწინებული შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების გადავადებას 2022 წლის 30 ივნისამდე.
„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/62/10.
______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ელექტროტრანსპორტის დატენვის სფეროში მოღვაწე საწარმოებისათვის საქმიანობის ხელშეწყობასა და საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 25.05.2021. N07-3/63/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.
____________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების, ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების, და სხვა წესების ცვლილებას. ინიციატივა მიუთითებს სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებზე, კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო კანონის შინაარსის გართულებულ აღქმადობაზე.
„აღსრულების კოდექსი,“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, 20.02.2021. N07-3/34/10
_____________________________________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სამეწარმეო ურთიერთობებში დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე მორგებული რეგულაციების შემოღებას. კანონპროექტს შემოაქვს ნორმები, რომლებიც საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, მკაფიოდ დარეგულირდება ბიზნესსუბიექტების მმართველების ინტერესთა კონფლიქტთან, კეთილსინდისიერების ვალდებულებასთან, სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის ვალდებულებების შესრულებასა და შესაბამის პასუხისმგებლობასთან, საზოგადოების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულება.
„მეწარმეთა შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 09.02.2021. N07-3/29/10
______________________________________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია, პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის გადასახადების გადახდის გადავადება, დავის განმხილველი ორგანოებისთვის საჩივრების დისტანციურად განხილვის შესაძლებლობის დაშვება და საბაჟო პროცედურების გამარტივება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 27.12.2020. N07-3/7/10
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.
_____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.
_____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.
_____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1329/22/10.
_____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1326/22/10.
_____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.
_____________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
______________________
დავით სონღულაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021
_____________________
დავით სონღულაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.
______________________
დავით სონღულაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10
_______________________
დავით სონღულაშვილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.
X მოწვევა
მაჟორიტარული წესით
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
1983-01-01