განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 31.08.2022. N07-3/234/10.
_________________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს არასრულწლოვანი პირის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი გარანტიების უზრუნველყოფას.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 13.09.2021, N07-3/107/10
_________________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.
_________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2023 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 26.11.2021. N07-3/127/10.
________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2022 წლის პირველ იანვრამდე. კანონპროექტით მთავრობას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 09.06.2021, N07-3/72/10.
________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.
________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ზუსტად განისაზღვროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. მოქმედი რეგულაციით ნარკოტიკული ნივთიერებების ზოგიერთი სახეობისთვის განსაზღვრული არ არის მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 18.01.2021. N 7-3/14/10
________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პანდემიის პერიოდში პარლამენტის მიერ მთავრობისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების ვადის გაგრძელებას 2021 წლის ივნისამდე. კანონპროექტით აღმასრულებლ ხელისუფლებას შესაძლებლობა ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის რიგი უფლებები და თავისუფლებები, კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ გაატაროს ნებისმიერი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 16.12.2020, N07-3/2/10
_______________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც მოთხოვნილია დადგინდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კოვიდ ვაქცინის ქვეყანაში შემოტანასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.01.2021. N 07-3/13/10
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.
________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1329/22/10.
________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1326/22/10.
_______________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.
_______________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
_______________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
______________________
დავით სერგეენკომ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021
______________________
დავით სერგეენკომ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.
_____________________
დავით სერგეენკომ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10
_______________________
დავით სერგეენკომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10
X მოწვევა
მაჟორიტარული წესით
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
1963-09-25