ბიოგრაფია

განათლება

  • პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, იურისტი, ეკონომისტი, 2002
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკა, 1998

 

სამუშაო გამოცდილება
  • საზოგადოება „თბილისელის“ მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელი, 2013 - დღემდე
  • შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი, 2010 - 2016
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველის ნავთობის და გაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი, 2005 - 2009
  • სს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ნ/კ „საქნავთობი-სამგორი“, ნ/კ „კანარგო ჯორჯია“, ნ/კ ნინოწმინდის ნავთობის კომპანია“, ნ/კ „საქნავთობი ნორიო“, 2004 - 2004

 

  • თბილისის ბიზნეს ცენტრის სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი, 1995 - 1998

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 11.12.2020-დან
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 20.12.2019 - 11.12.2020
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", თავმჯდომარის მოადგილე 22.03.2017 - 20.12.2019
  • ფრაქცია „ქართული ოცნება", წევრი 18.11.2016 - 22.03.2017
  • კულტურის კომიტეტი, წევრი 18.03.2021-დან
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 11.12.2020-დან
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი 17.12.2020 - 04.03.2021
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი 09.12.2019 - 11.12.2020
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე 22.03.2019 - 11.12.2020
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი 21.03.2019 - 22.03.2019
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 21.03.2019
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი 18.11.2016 - 13.02.2019

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 20.12.2019 - 11.12.2020
  • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), სათადარიგო შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 01.10.2019 - 11.12.2020
  • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA), სათადარიგო შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი 29.12.2016 - 11.12.2020

 

ბექა ოდიშარია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიშის თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  სხვა მნიშვნელოვან ცვლილებასთან ერთად ცილისწამების კანონმდებლობაში ახალი მექანიზმის შემოტანას. კანონმდებლობის მიღების საფუძვლად ევროდირექტივების შესრულება სახელდება. 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07.09.2022. N07-3/236/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  31.08.2022. N07-3/234/10.

__________________________

დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.

__________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

 

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_________________________

დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_________________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_________________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

__________________________

ბექა ოდიშარიამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

__________________________

ბექა ოდიშარიამ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

__________________________

ბექა ოდიშარიამ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

გაწეული დანახარჯი

ფაილის ნახვა

დეკლარაცია 2021

ფაილის ნახვა

2022 წლის II კვარტალი

ფაილის ნახვა

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის IV კვარტალი

ფაილის ნახვა

2021 წლის III კვარტალი

ფაილის ნახვა

2022 წლის I კვარტალი

ფაილის ნახვა

ბექა ოდიშარია

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

მაჟორიტარული წესით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1974-09-02

დეპუტატი
პარტიის ლოგო