განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 31.08.2022. N07-3/234/10.
________________________________________
დეპუტატი არის რეზოლუციის თანაინიციატორი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს, უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის განვითარების ფონზე.
„უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი, 26.01.2022. N07-3/161/10.
________________________________________
დეპუტატი არის დადგენილების პროექტის თანაინიციატორი, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.
,,საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი 01.03.2022. N07-3/173/10.
________________________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საარჩევნო კომისიის წევრისთვის დადგინდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატურად.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 02.08.2021, N07-3/101/10.
________________________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.
________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საერთო სასამართლოების სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/149/10.
________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
_______________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას. მათ შორის, ზუსტდება თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი. ზუსტდება ასევე შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღები იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 22.12.2021. N07-3/148/10.
_______________________________________
დეპუტატი არის რეგლამენტის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი გამოქვეყნდეს პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში. ასევე, დაზუსტდეს კომიტეტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 29.09.2021. N07-3/110/10.
______________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს უფლებამოსილება, შეარჩიოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის სამი კანდიდატი და დაამტკიცოს კონკურსის წესი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთა შერჩევას იმ ძირითად კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ 1987 წლის ევროპული კონვენციით არის დადგენილი.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/54/10.
______________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.
______________________________________
დეპუტატი არის რეზულუციის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს ქვეყნის ყველა ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიმართულება და პრიორიტეტები, რომელზეც მე-10 მოწვევის პარლამენტი იმუშავებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში. პრიორიტეტთა შორისაა: დეოკუპაცია, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, აშშ-სთან თანამშრომლობა, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება და სხვა.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია 16.12.2021. N07-3/1/10
________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს პირი, რომელსაც არ აქვს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.12.2020. N07-3/4/10.
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.
_________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.
_________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1329/22/10.
_________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1326/22/10.
_________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.
_________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
_______________________
გივი მიქანაძემ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.02.2021.
_______________________
გივი მიქანაძემ მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.
________________________
გივი მიქანაძემ მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს.
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 3.02.2021. N07-3/24/10.
________________________
გივი მიქანაძემ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.
X მოწვევა
პარტიული სიით
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
1977-05-20