განათლება
სამუშაო გამოცდილება
|
კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი
დელეგაციები/საბჭოები
|
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ბლანკეტურად იმ ქონების დაყადაღება, რომელის მიმართაც არის დანაშაული ჩადენილი ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებულია.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 14.09.2022. N07-3/237/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი მომსახურების სფეროები და ასევე მომსახურების ტარიფები. ცვლილებებით ზოგიერთი ტარიფი უქმდება, ხოლო ზოგიერთი ძვირდება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 04.05.2022. N07-3/206/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ საკრებულოს წევრობის შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობისთვის აღარ იყოს საჭირო საკრებულოს მხრიდან მისი უფლებამოსილების ცნობა. ამისთვის საჭირო იქნება მხოლოდ შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 11 დღის გასვლა. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ წევრის უფლებამოსილება, რომელიც საბოლოო ოქმით უკვე გამარჯვებულად არის ცნობილი, ავტომატურად იქნება აღიარებული.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/207/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მარტოხელა დედის/მამის სტატუსი მიენიჭოთ იმ პირებსაც, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდიან შვილს. კონკრეტულად, მათ ვისაც მეუღლე გარდაეცვალათ, გარდაცვლილად ყავს სასამართლოს გამოცხადებული ან ვის მეუღლესაც ჩამოართვეს მშობლის სტატუსი.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" ცვლილებათა პაკეტი, 04.05.2022. N07-3/205/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს შეიცვალოს თავშესაფრის მაძიებელთა მიერ სტატუსის მოპოვების წესები.
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი, 27.04.2022. N07-3/203/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერის N2/6/623 გადაწყვეტილებიდან „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25.05.2021. N07-3/65/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/1/877 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების უფლება ცალკეულ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მოვიდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 25.05.2021. N07-3/66/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებიდან „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამომდინარე ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/64/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის N1/4/1380 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ წარმოქმნილი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 25.05.2021. N07-3/67/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის წესში ცვლილებებსა და დაცვის გარანტიების გაძლიერებას.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 06.04.2022. N07-3/190/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედების გამოყენების ფარგლების გაფართოებას, პოლიციელის, სუს-ისა და სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი გადაყვანის წესში ცვლილებასა და სანქციების გაზრდას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაულისთვის.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 06.04.2022. N07-3/189/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.
_____________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების პარამეტრების წესში ტექნიკურ ცვლილებებს.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 11.08.2021, N07-3/102/10.
_____________________________
დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავე პარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმი განისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმა გენერალური პროკურორი აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობის მხარდაჭერით.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საერთო სასამართლოების სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/149/10.
_____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.
____________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 07.12.2021. 07-3/133/10.
___________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას. მათ შორის, ზუსტდება თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და დეპუტატი არის იმ კონსტიტუციური კანონის პროექტის თანაინიციატორი,რომლითაც ითხოვს 2024 წელს ჩასატარებელი საპარლამენტოარჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, ამავეპარლამენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად დადგენილი მინიმუმიგანისაზღვროს 4 დეპუტატით და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტმაგენერალური პროკურორის აირჩიოს სამ მეხუთედიანი უმრავლესობისმხარდაჭერით.„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოსკონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" 29.06.2021, N07-3/92/10. მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი. ზუსტდება ასევე შუალედური არჩევნების ჩატარების თარიღები იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 22.12.2021. N07-3/148/10.
___________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს სახელმწიფო დაწესებულებებისთვის გადავადდეს კანონით განსაზღვრული ვადა, რათა მათ მოახერხონ შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შეთანხმება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან და დამტკიცება კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 17.11.2021. N07-3/122/10.
___________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმის მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადებასა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას.
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 17.11.2021. N07-3/121/10.
___________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს საკრებულოებში ფრაქციის შექმნის წესში ცვლილებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდას.
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ 01.11.2021. N07-3/116/10.
___________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც დგინდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების საკითხის ახლებური წესი, რაც გამომდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/94/10.
___________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც შემოთავაზებულია ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 01.07.2021, N07-3/95/10.
_________________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, 2021 წლის პირველი აგვისტოდან იმ პოლიტიკურ პარტიებს აღუდგეთ დაფინანსება, რომლებმაც დაკარგეს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 30.06.2021, N07-3/93/10
____________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი რომლითაც ითხოვს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.
________________________
დეპუტატი არის იმ კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინოს სასამართლოს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/44/10.
______________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა, საპარლამენტო ფრაქციების ფორმირება უფრო თავისუფლად და მოქნილად განახორციელონ. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს. აღნიშნული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარეობს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/57/10.
__________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ პირს უფლება ჰქონდეს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე განსაკუთრებულ შემთხვევაში. კანონპროექტით ასევე იზრდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე სხდომაზე გამოსაძახებელი ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობა. ამასთან, ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობად.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი 19.05.2021. N07-3/56/10.
_________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს, რომ თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური ან კონფიდენციალური შეტყობინების საფუძველზე მოხდა და ამოღებულ იქნა უკანონო ნივთი, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. ეს წესი არ გამოიყენება, როცა სხვა მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია. კანონპროექტი გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე ე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 19.05.2021. N07-3/55/10.
____________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წელის არჩევნებისას 5% საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10
_____________________________________________
დეპუტატი ითხოვს წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის წესში ცვლილებას, რაც შესაძლებელს გახდის წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის ინიციატორად დარჩეს მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმდგენი პირი ან ინიციატორად განისაზღვროს წამყვანი კომიტეტი.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ 27.01.2021. N07-3/17/10
____________________________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს გაუუქმდეს საარჩევნო რეგისტრაცია იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს პირი, რომელსაც არ აქვს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 16.12.2020. N07-3/4/10.
______________________________________________________________________
დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს არ მიეცეს დაფინანსება და უფასო საეთერო დრო იმ პარტიას, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს. ასევე, არ მიეცეს ხელფასი იმ პარლამენტარს, რომელიც გააცდენს ყველა პლენარულ სხდომას.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებების პაკეტი, 16.12.2020. 07-3/5/10.
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.
____________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.
____________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.
____________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1329/22/10.
____________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
07.02.2022. N2-1326/22/10.
____________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.
____________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.
____________________________
დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.
____________________________
გურამ მაჭარაშვილმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021
____________________________
გურამ მაჭარაშვილმა მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.
_____________________________
გურამ მაჭარაშვილმა მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10.
_____________________________
გურამ მაჭარაშილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10
X მოწვევა
პარტიული სიით
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
დამოუკიდებელი დეპუტატები
1971-12-19