გუნდი

სახელი გვარი

მარიამ კაციტაძე

საპარლამენტო მონიტორი

მარიამ კაციტაძე პროფესიით იურისტია. 2020 წელს მან წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. 2022 წელს კი ასევე წარჩინებით მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი.

მარიამი არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტის მონაწილეა, მათ შორისაა სასერთიფიკაციო კურსები: Harvard X TSU – CopyrightX, „გამოხატვის თავისუფლება აშშ-ი: გამოწვევები და გაკვეთილები“, „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში“ და სხვა.

მარიამი არის აზიის ბიზნეს აკადემიის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული კვლევის თანაავტორი. ამასთან, იგი 2019 – 2020 წლებში იკავებდა პოზიციას -  Junior Associate, იურიდიულ კომპანიაში Gelbakhiani Legal Services.