ბიოგრაფია

განათლება

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის დოქტორი, 2002
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობა, 1995

 

სამუშაო გამოცდილება

 

  • ევროპის საბჭო, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის დეპარტამენტი, 2020 - 2020
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური მოძღვრების ისტორიის კათედრაზე ასოცირებული პოფესორი, 2018 - დღემდე
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მინისტრის აპარატის მრჩეველი, 2016 - 2017
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტრო. მინისტრის მოადგილე, 2015 - 2016
  • საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი, 2013 - 2015
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკური აღრიცხვის კათედრის ასოცირებული პროფესორი, 2012 - 2018
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით ასოცირებული პროფესორი, 2009 - 2012
  • საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაცის სამსახურის უფროსის მოადგილე, 2006 - 2013
  • ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტიტეტი. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, 2006 - 2009
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტი. დეკანის მოადგილე, 2005 - 2006
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, 2005 - 2005
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა კათედრა. დოცენტი, 2002 - 2005
  • გაეროს განვითარების პროგრამის და საქართველოს მთავრობის ეროვნული პროექტი - „გენდერული განვითარების პროცესში", 1999 - 2002
  • საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი. მრჩეველი, 1997 - 2004
  • გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი "ქალები განვითარების პროცესში", 1997 - 1998

 

 

საპარლამენტო საქმიანობა

კომიტეტი/ფრაქცია/პოლიტიკური ჯგუფი

  • ფრაქცია „ქართული ოცნება“, წევრი 11.12.2020-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე 07.10.2021-დან
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი 17.12.2020-დან
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი 08.09.2021 – 07.10.2021
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე 17.12.2020 – 08.09.2021

 

დელეგაციები/საბჭოები

  • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საბჭოს წევრი 21.01.2021-დან
  • ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი 05.01.2021-დან

 

 

15.02.2022 - ეკა სეფაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა

15.03.2022 - ეკა სეფაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიცია. მიაჩნია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება ქართველ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება

15.02.2022 - ეკა სეფაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა

ეკა სეფაშვილი - მინისტრის საათი

ეკა სეფაშვილი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე

ეკა სეფაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიშის თაობაზე

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობისთვის დადგენილი კონკრეტული ეტაპების გაუვლელების მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ“ 28.04.2021. N07-3/47/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს განისაზღვროს სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობები ნავსადგურის შესასვლელი არხის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით.

„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 30.03.2022. N07-3/185/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2022 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ტურისტული სექტორის ობიექტები, სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები და სხვა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N7-3/193/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადები გაიზარდოს. მათ შორის მოსმენების, თვალთვალის და ა.შ. ამასთან, შესაძლოა ამ ვადის გახანგრძლივების მოთხოვნა. გარკვეულ დანაშაულებზე ეს შეიძლება იმდენჯერ გაგრძელდეს რამდენჯერაც გადაწყვეტს მოსამართლე. ზოგიერთ დანაშაულზე ფარული მოქმედებების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა იმ პირისთვის, ვის მიმართაც ეს მოქმედებები ტარდებოდა, საჭიროებისამებრ 12 თვის ვადით, მრავალჯერ, შეიძლება გაიზარდოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 13.04.2022. N07-3/195/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს  ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვას, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 13.10.2021. N07-3/112/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხში ცვლილებებს.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.02.2022. N07-3/166/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის ინიციატორი, რომლითაც ითხოვს ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების დავალდებულების წესის გადავადებას.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 24.11.2021. N07-3/124/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 5 წლიანი პერიოდულობით დამკვიდრდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება. 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 09.06.2021, N07-3/73/10.

___________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს 2024 წლის არჩევნებისას 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3%-ამდე, ხოლო არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალურირაოდენობა 7-ის ნაცვლად განისაზღვროს 4 წევრით. პროექტიქართულ ოცნებასადამოქალაქეებსშორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კონსტიტუციურ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“ 24.03.2021. N07-3/42/10.

____________________________________________

დეპუტატი არის კანონპროექტის თანაინიციატორი, რომლითაც ითხოვს მიეცეს მუნიციპალიტეტის მერს შესაძლებლობა წარუდგინოს წინადადება საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ. განმარტებითი ბართი მიუთითებს, რომ აღნიშნული COVID-19 პანდემიითაა გამოწვეული და დადებითად იმოქმედებს ქონებით მოსარგებლე პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 23.02.2021. N07-3/35/10

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შექმნას, რითაც გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N07-2/125/10. 23.02.2022.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილი იყო წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენის შემთხვევაში სანქციის გამკაცრება 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისას - სამართალდამრღვევის დაჯარიმება 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი 21.04.2021, N07-3/45/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცედურის გამარტივებას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 08.12.2021. 07-3/140/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1329/22/10. 

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

07.02.2022. N2-1326/22/10. 

_______________________

დეპუტატმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია აზარტული და მომდეგებიანი თამაშებისა და მათი რეკლამირების შეზღუდვა.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილებათა პაკეტი 08.12.2021. 07-3/137/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 22.12.2021. 07-3/150/10.

_______________________

დეპუტატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამავე პერიოდში, ჩაიდინა დანაშაული.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი, 27.04.2021, N07-3/46/10.

_______________________

ეკა სეფაშვილმა  მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერ დეპუტატთა პირადი განცხადების საფუძველზე მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 28.01.2021

_______________________

ეკა სეფაშვილმა  მხარი დაუჭირა ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს 12.02.2021, N1-1527/21/10.

_______________________

ეკა სეფაშვილმა  მხარი დაუჭირა „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პროექტს 17.02.2021, N07-3/24/10

________________________

ეკა სეფაშვილმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მოთხოვნილია ვენეციის კომისიის 2020 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კენჭისყრის ღიაობა და საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით გასაჩივრების შესაძლებლობა. 
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი“ 24.03.2021, N07-3/41/10.

დეპუტატმა მოსთხოვა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ანგარიში თუ რამდენადაა სამართლიანი კონკურენციის გარემო დაცული შუშის ნარჩენების შეგროვების/გადამუშავების დარგში.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-სთან გაფორმებული უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებებისა და ასევე, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციით

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თავდაცვის სფეროში განათლების სისტემის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა თუ რას საქმიანობს სამართალდაცვით სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულთა რაოდენობისა და სამობილიზაციო რესურსის შესახებ ინფორმაციით. აგრეთვე, თავდაცვის მინისტრს მოსთხოვა ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს რეკრუტირების ცენტრების პროექტის განხორციელება

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების რეალიზაციის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატი დაინტერესდა აშშ-სთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციით.

ფაილის ნახვა

დეპუტატმა მოითხოვა აშშ-სთან უსაფრთხოების სექტორში გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენა.

ფაილის ნახვა

დეკლარაცია

ფაილის ნახვა

ეკა სეფაშვილი

X მოწვევა

საარჩევნო ფორმა

პარტიული სიით

წარმდგენი სუბიექტი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

ამჟამინდელი პარტია

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

დაბადების თარიღი

1973-07-01

დეპუტატი
პარტიის ლოგო