D E M O C R A C Y   I N D E X

მორეტა ბობოხიძე

პროექტის კონსულტანტი

 მორეტა დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს გუნდს 2020 წლის ივნისში შემოუერთდა. მორეტა ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიანტია და  მაგისტრის ხარისხი მიიღო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და პენოლოგიაში 2015-2016 წწ. სტრასკლაიდის უნივერსიტეტში, შოტლანდიაში. მორეტა არის სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის ექსპერტი და  ამოწმებს დაკავებულების, პატიმრების ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპყრობას და ადამიანის უფლებების მდგომარეობას დახურულ დაწესებულებებში.

მორეტას აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო და არასამთავრობო სექტორში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის თანამშრომლობს ეუთო/ოდირთან და აკვირდებოდა არჩევნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მორეტა მუშაობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე და შეიმუშავებს პოლიტიკის დოკუმენტებსა და რეკომენდაციებს პროგრამებსა და პროექტებში გენდერის მეინსტრიმინგის უზრუნველსაყოფად.

მორეტა ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის, მათ შორის, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებისთვის ადამიანის უფლებების, სასაჯარო ადმინისტრირების რეფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის მექანიზმების, გენდერული თანასწორობის, ქალთა შრომითი უფლებებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. 

მორეტა არის რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი, რომელიც შეიქმნა პენიტენციური და პრობაციის სისტემებისთვის. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ.