D E M O C R A C Y   I N D E X

გიორგი ისაკაძე

გამგეობის წევრი

გიორგი ისაკაძე - არის ბიზნეს მედია საქართველოს დამფუძნებელი პარტნიორი და ფორბს საქართველოს მთავარი რედაქტორი. აქვს მთავრობაში, პარლამენტსა და კერძო სექტორში მაღალ თანამდებობებზე და ფინანსური ექსპერტის/მრჩევლის პოზიციაზე მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. სხვადასხვა პოზიციებიდან ის მუშაობდა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ფინანსების სექტორში კანონმდებლობის მონიტორინგის და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, იყო სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა (IMF) და მსოფლიო ბანკში, ზედამხედველობდა სხვადასხვა რეფორმების განხორციელებას, ა.შ.