D E M O C R A C Y   I N D E X

ქეთევან ჯაფარიძე

გამგეობის წევრი

ქეთევან ჯაფარიძე - არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი. 2018-2019 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 2013 წლიდან არის საოჯახო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ISFL) წევრი, 2013 წელს მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში თემაზე: საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობების, პრინციპებისა და პრაქტიკის ჰარმონიზება (აშშ). 2007-2010 წლებში იყო იურიდიული კომპანიის „ჯაფარიძე, ალექსიძე, გაბრიელაშვილი“ პარტნიორი და იურისტი; 2006 წელს მუშაობდა იურისტად ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში „საქნავთობი“; 2005 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ქეთევანი არის ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.