D E M O C R A C Y   I N D E X

ეკა ხუციშვილი

პროექტის კოორდინატორი

2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს პროექტის მენჯერის პოზიციაზე ა(ა)იპ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ პროექტისთვის „პარლამენტის მონიტორინგი“.

ეკა ხუციშვილი მუშაობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2010 წლიდან. არის არაერთი ანგარიშის ავტორი და თანაავტორი, სამეცნიერო სტატიის ავტორი. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალში. არის ფულბრაიტის პროფესიული გაცვლითი პროგრამის მონაწილე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამავე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. ბოლო პერიოდში იყო ევროკომისიის დაფინანსებით მიწვეული იურისტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, კონკურსში შერჩევის შედეგად, სადაც მუშაობდა სისხლის სამართალწარმოებაში დაზარალებულის რეაბილიტაციის საკითხებზე. გავლილი აქვს სტაჟირება ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში.