D E M O C R A C Y   I N D E X

თამილა გაბაიძე

სამართლის ანალიტიკოსი

2014 წელს თამილა გაბაიძემ დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.

2015 წელს მუშაობდა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალში იურიდიული დახმარების ცენტრში იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე. 

2019 წელს დაასრულა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ევროპულ და საერთაშორისო ბიზნეს-სამართალში. 

2020 წელს გახდა სსიპ „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი საერთო სპეციალიზაციით.

2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობს სამართლის ანალიტიკოსის პოზიციაზე ა(ა)იპ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ პროექტისთვის „პარლამენტის მონიტორინგი“. თამილას აქვს არასამთავრობო სექტორში ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში რამდენიმეწლიანი გამოცდილება.