D E M O C R A C Y   I N D E X

ეკატერინე ციმაკურიძე

თავმჯდომარე

ეკატერინე ციმაკურიძე პროფესიით იურისტია. 2013 წელს მას მიენიჭა ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის (აშშ) მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ მართვაში. 2014-2019 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ხელმძღვანელობდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის და ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამას. 2013-2014 წლებში იყო საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი.

 

ეკას აქვს არასამთავრობო სექტორში და საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო მოსამართლის თანაშემწე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სხვა. ის არის რამდენიმე კვლევის ავტორი მედიის, სასამართლოს, პროკურატურის და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე.

 

ეკას არაერთი პროფესიული ტრენინგი აქვს ჩატარებული ჟურნალისტებისა და იურისტებისთვის მედიის და გამოხატვის თავისუფლების, შრომითი უფლებების, სასამართლოს დამუკიდებლობის და სხვა საკითხებზე. არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიის გაძლიერებას და ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოში.