D E M O C R A C Y   I N D E X

მარიამ კაციტაძე

საპარლამენტო მონიტორი

მარიამ კაციტაძე პროფესიით იურისტია. 2020 წელს მან წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და ახლა სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე აგრძელებს.

მარიამი არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტის მონაწილეა, მათ შორისაა სასერთიფიკაციო კურსები: Harvard X TSU – CopyrightX, „გამოხატვის თავისუფლება აშშ-ი: გამოწვევები და გაკვეთილები“, „გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში“ და სხვა.

მარიამი არის აზიის ბიზნეს აკადემიის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული კვლევის თანაავტორი. ამასთან, იგი 2019 – 2020 წლებში იკავებდა პოზიციას -  Junior Associate, იურიდიულ კომპანიაში Gelbakhiani Legal Services.