D E M O C R A C Y   I N D E X

ზურა შელია

საპარლამენტო მონიტორი

ზურა შელია პროფესიით იურისტია. წარჩინებული ბაკალავრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საჯარო სამართლისა და პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა. 2018-2019 წლებში სტაჟირება გაიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და თბილისის საკრებულოში. 2020 წელს მუშაობდა თბილისიის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა მიმართულებით.

ზურას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში, საარჩევნო მოხელისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოცდები. არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ა(ა)იპ იურიდიული განათლების ფონდში უძღვება ტრენინგ-კურსებს კონსტიტუცური და საარჩევნო სამართლის მიმართულებით.

ზურა არის რამდენიმე კვლევის ავტორი და მკვლევარი. არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ საპარლამენტო მონიტორინგის პროგრამის მონიტორი.