D E M O C R A C Y   I N D E X

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს ახალი პროექტი “დეპუტატების პროფილები” წარუდგინა
2021-06-25

2021 წლის 24 ივნისს  „დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს ახალი პროექტი “დეპუტატების პროფილები” წარუდგინა. პროექტის ფარგლებში, რელაურ დროში მუშავდება საქართველოს პარლამენტის წევრების საპარლამენტო საქმიანობის, ბიოგრაფიისა და ფინანსების შესახებ ინფორმაცია. დეპუტატების პროფილების განთავსების და რეგულარული განახლების მიზანია ამომრჩეველს გააცნოს თავისი დეპუტატი, ასევე, მედიისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია დეპუტატის საქმიანობის შესახებ.   

ორგანიზაციის ვებ გვერდის მეშვეობით www.democrasyindex.ge ადვილად ხელმისაწვდომია თითოეული დეპუტატის შესახებ შემდეგი ინფორამცია:

  1. დეპუტატის ბიოგრაფია
  2. დეპუტატის სიტყვით გამოსვლები მნიშვნელოვან საითხებზე
  3. თუ რომელ მნიშვნელოვან კანონპროექტს დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი დეპუტატმა
  4. დეპუტატის მიერ სხვასდასხვა სახელმწიფო უწყებისთვის გაგზავნილი სადეპუტატო კითხვები და მიღებული პასუხები
  5. ინტერპელაციის შესახებ ინფრმაცია
  6. დეპუტატის ფინასური დეკლარაცია და საპარლამენტო ხარჯები
  7. მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც დეპუტატმა მიიღო და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია
  8. დეპუტატის მიერ გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები და მათი შედეგები

 ინფორმაციის მოძიება და განახლება ხორციელდება რეგულარულად, სხდომებზე დაკვირვების დაინფორმაციის გამოთხოვის გზით. დემოკრატიის ინდექსი - საქართველო  აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) ხელშეწყობით ახორცილებს. ამავე პროექტის ფარგლებში ჩვენი ორგანზიაცია 2 წელია საპარლამენტო საქმიანობას მონიტროინგს უწევს. უახლოეს დღეებში პარლამენტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ საზოგადოებას, სადაც დეტალურად იქნება განხილული პარლამენტის ყველა ის მიღწევა თუ წარუმატებლობა, რომელიც სააგნგრიშო პერიოდში გამოვლინდა.

ორგანზაციამ დაფუძნებიდან ორი წლის იუბილეც აღნიშნა. ორგანიზაცია წარმატებით ახორცილებს პროექტებს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების გაზრდის, ასევე, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე სახელმწიფოს რეაგირების ხელშეწყობისთვის.

 

დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის უზენაესობაზე ორიენტირებული, კანონის დასაზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, როგორც მონიტორინგის, ისე სახელმწიფოსთვის გამოწვევების დაძლევის გზების შეთავაზებით, მათი რეალური განხორციელების საქმეში თანამშრომლობით.
  • დემოკრატიული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, აქტიური, თავისუფალი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობის განვითარებას.
  • კარგი საჯარო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებას.
  • საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.