D E M O C R A C Y   I N D E X

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო აცხადებს კონკურსს მონიტორის პოზიციაზე
2020-09-18

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო პროექტის „პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებშიაცხადებს კონკურსს მონიტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.

 

ორგანიზაციის შესახებ:

ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო არის დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაზე მომუშავეარასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2019 წლის მაისში დაფუძნდა. დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ჩვენ ვებ-გვერდზე www.democracyindex.ge

 

პროექტის შესახებ:

პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის და ინდივიდუალური დეპუტატებისანგარიშვალდებულების, პასუხისმგებლობის და გამჭვირვალე საქმიანობის ხელშეწყობა, საქართველოსპარლამენტის კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების შესახებსაზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება სამართალში (არანაკლებ ბაკალავრის კვალიფიკაცია). უპირატესობამიენიჭება მაგისტრატურის სტუდენს ან კურსდამთავრებულს;

- ძლიერი ანალიტიკური და წერითი უნარ-ჩვევები;

- ინგლისური ან გერმანული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;

- დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოკვეთილი მოტივაცია;

- უპიტრატესობა მიენიჭება პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილების მქონეკანდიდატს.

 

კონკურსი შედგება სამ ეტაპად:

 

  1. პირველი ეტაპი - აპლიკაციის პროცესი

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგელექტრონულ მისამართზე: democracyindexgeorgia@gmail.com 

- CV

- სამოტივაციო წერილი.

- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

- ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატისშესაბამისობის საკითხს.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 სექტემბერი, 18:00 სთ.

 

  1. მეორე ეტაპი - წერითი უნარების შემოწმება
  • აპლიკაციის საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან წერით გამოცდას;
  • წერით გამოცდაზე კონკურსანტითვის წარდგენილი იქნება 2 საკითხი დემოკრატიისა და საპარლამენტო თემატიკის ირგვლივ.

 

  1. მესამე ეტაპი - გასაუბრება

წერითი უნარების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

 

სახელფასო განაკვეთი - კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით

 

სამუშაო საათები - 10:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

 

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდშერჩეული კანდიდატები.