D E M O C R A C Y   I N D E X

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და აუქმებს რეფორმის ოთხი ტალღის შედეგებს
2021-12-30

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მიიღო საქართველოს ორგანულიკანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე“ (07-3/149/10). აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ინდივიდუალურიმოსამართლის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებს, ამასთან, ზრდის სასამართლოშიარსებული გავლენიანი ჯგუფის მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილებებისმიღების საფრთხეს.

კერძოდ, პრობლემურ საკითხებს შორის არის:  

  • კანონპროექტით ბრუნდება 2012 წლამდე არსებული მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისწესი, რომელიც ურჩი მოსამართლეების დასასჯელად ფართოდ იყო გამოყენებული. სასამართლორეფორმის ე.წ. “პირველი ტალღის” ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებით, კანონშიმნიშვნელოვანი გარანტიები განისაზღვრა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლის თანხმობის გარეშემივლინების თვითნებურად გამოყენების წინააღმდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება. შედეგად, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ე.წ. “კლანს” ეძლევა ბერკეტი კვლავ გამოიყენოსმოსამართლეთა “გაციმბირების” წესი, ყოველგვარი საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე, მათთვისარასასურველი მოსამართლეების მიმართ.
  •  კანონპროექტით შესაძლებელია იუსტიციის საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერმოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებისმიღება. აღნიშნული წესი ასევე წარმოადგენს რეფორმის “ტალღებამდე” არსებულ რედაქციას. საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულია, რომ განსაკუთრებით დისციპლინირების საკითხებზე, საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება აღვივებსკორპორატივიზმს სასამართლო სისტემაში. 
  • კანონპროექტი აუქმებს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრადარ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. აღნიშნული დანაწესის გაუქმება ზღუდავს საბჭოშიმოსამართლეთა და საზოგადოების წარმომადგენლების მრავალფეროვნებას და ხელს უწყობსმოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შეინარჩუნონ გადამწყვეტი ადმინისტრაციული პოზიციებისასამართლო სისტემაში. აღნიშნული ცვლილებაც 2012 წლამდე არსებულ მოდელზე დაბრუნებასგულისხმობს.   
  • კანონპროექტი შეიცავს საგანგაშო ნორმას, განსახილველ საქმეებიდან მოსამართლის ჩამოცილებისშესაძლებლობის შესახებ მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრიდან საკითხზე საბოლოოგადაწყვეტილების მიღებამდე, რითიც ქმნის მოსამართლის საქმიანობაში უხეში სუბიექტური ჩარევისრისკებს.

ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მაღალი მნიშვნელობისა და პრობლემური შინაარსისა, კანონპროექტისდაჩქარებული პროცედურით განხილვა პარლამენტის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული; კანონპროექტისტექსტი არ იყო ხელმისაწვდომი შესაბამის კომიტეტებზე მის განხილვამდე; კანონპროექტისმომხსენებელმა და ინიციატორებმა დაინტერესებული პირების არც ერთ მნიშვნელოვან კითხვას არ გასცესარგუმენტირებული პასუხი და კანონპროექტის შინაარსის გარშემო არ გაიმართა საგნობრივი მსჯელობა; დაინტერესებული პირების არც ერთი არსებითი წინადადება, რომელსაც შეეძლო არ გაეუარესებინამოსამართლის დაცვის გარანტიები, არ იქნა გათვალისწინებული; იურიდიულ საკითხთა კომიტეტზედამსწრე პარლამენტის წევრებს არცერთ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის ირგვლივ კითხვები არჰქონიათ; კანონპროექტის შემუშავების პროცესში რაიმე კონსულტაციები არ ყოფილა გავლილი, მიუხედავად იმისა, რომ ის აუქმებს ჩართულობითი პროცესით გატარებული რეფორმების მნიშვნელოვანნაწილს; კანონპროექტი უარყოფითად შეაფასეს მოსამართლეების ნაწილმა; იუსტიციის საბჭოსკანონპროექტზე გამოხმაურება არ ჰქონია, რაც აჩენს საფუძლიან ვარაუდს, რომ მისი შინაარსისასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფთან წინასწარ იყო შეთანხმებული.    

 

მოვუწოდევბთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტოდაადოს ხელმოსაწერად წარდგენილ კანონპროექტს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“